ჩოხა-ახალუხი თუ საქმიან-პროტოკოლური ჩაცმულობა-დეპუტატებმა დღეს პირველად იმსჯელეს იმ კანონ-პროექტზე, რომელიც პარლამენტართა დრეს-კოდს განსაზღვრავს. თუ კონსერვატორების მიერ მომზადებული პროექტი დამტკიცდება, კანონმდებლებს სესიებზე ეროვნული სამოსითაც შეეძლებათ დასწრება. საკანონდებლო ინიციატივის განხილვამ კამათისა და ხუმრობანარევი განცხადებების ფონზე ჩაიარა.