როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 9 მარტს ქუთაისში ნალექიან დღეს პროგნოზირებენ. დღისით +11 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც იწვიმებს. დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი. მზიანი დღეა მოსალოდნელი ბათუმში, სადაც დღისით სინოპტიკოსები +9 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში უმეტესად მზიანი დღეა, +9 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც უმეტესად მზიანი დღე იქნება, ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 იქნება. უმეტესად მზიანი დღე იქნება სოხუმშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც დღისით -3 გრადუსი იქნება, ღამით -18 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე ნალექს ვარაუდობენ ამბროლაურში, სადაც +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს.

მცირ ღრუბლიანობის მომატებას ვარაუდობენ ჭიათურაში. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +7 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში მოთოვს. დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც თოვს. დღისით ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში -6 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვლიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით -2 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -11 გრადუსი იქნება.

გორში უმეტესად მზიანი დღე იქნება. დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

თოვაა მოსალოდნელი გუდაურშიც. -3 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -13 გრადუსი იქნება. ომალოში გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა დღისით 0 გრადუსი იქნება, ღამე კი -15 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში უმეტესად მზიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღეა ნავარუდები თელავშიც, სადაც დღის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -4 გრადუსია მოსალოდნელი.

ასევე უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. +8 გრადუსია სიღნაღში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს.

რუსთავშიც უმეტესად მზიანი დღე და ძლიერი ქარია ნავარაუდები. +8 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -3 გრადუსი. თბილისში უმეტესად მზიანი დღე იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +9 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.