მარინა კალიურანდი იმედოვნებს, რომ შარლ მიშელის ვიზიტი, მისი ძალისხმევა და მედიაციაში ჩართვა შედეგს მოიტანს

მარინა კალიურანდი იმედოვნებს, რომ შარლ მიშელის ვიზიტი, მისი ძალისხმევა და მედიაციაში ჩართვა შედეგს მოიტანს

სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებში ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი მარინა კალიურანდი იმედოვნებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტი, მისი ძალისხმევა და მედიაციაში ჩართვა შედეგს მოიტანს. როგორც კალიურანდმა „ქრონიკას“ განუცხადა, საქართველოს სჭირდება პარლამენტი, სადაც იქნებიან წარმოდგებილი სრულყოფილად ის პოლიტიკური პარტიები, რომლებმა მანდატები არჩევნებზე ქართველმა ხალხმა მისცა.

„საქართველოში არსებულ სიტუაციას ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განვიხილავთ. ვითარება რთულია, მაგრამ მე ყოველთვის ვამბობ, რომ კრიზისი გასულ კვირას არ დაწყებულა. მე ასე არ ვფიქრობ. ეს დაიწყო არჩევნების შემდეგ. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტი, მისი ძალისხმევა და მედიაციაში ჩართვა შედეგს მოიტანს.

პრეზიდენტი მიშელი ჩავიდა საქართველოში კორონავირუსის კრიზისის დროს და იმ
კრიზისის დროს, რაც ევროკავშირშია და ეს ძალიან დიდი რამ არის. მიშელი პერსონალურად ჩავიდა და პრეზიდენმა ადგილზე თქვა, რომ მედიაციია საჭირო, ჩაერთო პროცესში და რამდენიმე დღეში საქართველოს პრემეირ-მინისტრს ბრიუსელში შეხვდება.

პროცესი დაიწყო და ამიტომ ვფიქრობ რთული სიტუაციიდან გამოსავლის გზა არის. მე არ შემიცვლია მოსაზრება. საქართველოს სჭირდება პარლამენტი, სადაც იქნებიან წარმოდგებილი სრულყოფილად ის პოლიტიკური პარტიები, რომლებმა მანდატები არჩევნებზე ქართველმა ხალხმა მისცა. დროა გადაილახოს პარტიული ინტერესები და პირველ ადგილზე დადგეს ქართველი ხალხის ინტერესები.

მე მოვუწოდებ ორივე მხარეს გადადგან ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისკენ ,იპოვონ გამოსავალი.ევროკავშირის ჩართულობითა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით, საქართველოს პარლამენტი დაიწყებს მუშაობას ქვეყნისთვის საჭირო რეფორმებზე.

ჩვენ დღეს მოკლედ განვიხილეთ საარჩევნო რეფორმა. სხვადახვა საკითხებზე და დოკუმენტებზე სამუშაოდ თქვენ გჭირდებათ ოპოზიციის ძლიერი ხმა“, - განაცხადა მარინა კალიურანდმა.

1-ელ მარტს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მონაწილეობით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ.