ეკა ურეკაძე: 2012 წლის არჩევნებამდე, ბერას ოფიციალური ფეისბუქგვერდი გატეხეს და მაშინდელი ხელისუფლების მხარდამჭერი ვიდეოები განათავსეს

ეკა ურეკაძე: 2012 წლის არჩევნებამდე, ბერას ოფიციალური ფეისბუქგვერდი გატეხეს და მაშინდელი ხელისუფლების მხარდამჭერი ვიდეოები განათავსეს

2012 წლის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ბერას ოფიციალური ფეისბუქგვერდი გატეხეს და მაშინდელი ხელისუფლების მხარდამჭერი ვიდეოები განათავსეს, - ამის შესახებ მარკეტინგისა და და სოციალური მედიის ხელმძღვანელმა, ეკა ურეკაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ის ინფორმაცია, რაც წინასაარჩევნო პერიოდში მის ოფიციალურ გვერდზე იდებოდა, აბსოლუტურად ყველაფერი წაშლილი იყო. სათითაოდ, ყველა იქ მყოფ ადამიანს მოგვივიდა შეტყობინება, საკუთარი ფეისბუქგვერდის გატეხვასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ბერას ოფიციალურ გვერდზე იმ დროინდელი ხელისუფლების მხარდამჭერი ვიდეოები განათავსეს, რომელიც იმდროინდელ პარტიასა და პრეზიდენტს ეხებოდა“, - განაცხადა ეკა ურეკაძემ.