სიდჰარტა სანკარ დატა: საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რაც ვაქცინაციისთვის მზადყოფნისთვის შესაძლებელი, სავალდებულო და აუცილებელი იყო

სიდჰარტა სანკარ დატა: საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რაც ვაქცინაციისთვის მზადყოფნისთვის შესაძლებელი, სავალდებულო და აუცილებელი იყო

კარგად გვესმის, რომ მოსახლეობა ჯანდაცვის სამინისტრო და მთელი ხელისუფლება ელოდება ვაქცინას. მესმის, რომ ნახეთ განასა და კოტდივუარში ვაქცინააციის დაწყება, მაგრამ ეს იყო COVAX-ის მიერ ვაქცინების დისტრიბუციის პირველი სიგნალი და ვაქცინას მიიღებს ყველა, - ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ჯანმოს იმუნიზაციის პროგრამისა და ვაქცინაციით დაავადებების პროფილაქტიკის ჯგუფის ხელმძღვანელმა სიდჰარტა სანკარ დატამ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვაქცინაცინის მისაღებად ყველაფერი გააკეთა და დაწესებული ვალდებულებები შეასრულა.

„საქართველოს ხელისუფლებამ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გააკეთეს ყველაფერი, რაც შესაძლებელი, სავალდებულო და აუცილებელი იყო ვაქცინაციისთვის მზადყოფნისთვის. ჩვენ ამასა მივესალმებით, ვაფასებთ და ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს. ვაქცინაცია დამოკიდებულია ვაქცინის მოცულობაზე. გვინდა ერთდროულად ყველა ქვეყანამ მიიღოს ვაქცინა, მაგრამ ვიაზრებთ იმასაც, რომ ეს კოპლექსური საკითხია. საქართველოს მთვარობა იყო ეფექტიანი რომ გაეკეთებინა ყველაფერი, რაც იყო საჭირო ვაქცინის მისაღებად და ასევე ზოგადად, COVID-19-ზე რეაგირების თვალსაზრისით. ჩვენ ვაფასებთ, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ღირებულია ის ვაქცინა, რომელიც პანდემიის დასასრულებლად ერთ-ერთი საშუალებაა. მე იმედი მაქვს, რომ ეს მოლოდინი გადაითარგმნება ზუსტად ასევე ვაქცინის მიღებაშიც. საქართველოს აქვს საუკეთესო შედეგები მაგალითად ბავშთა იმუნიზაციის საკითხებში“, - განაცხადა დატამ.