გიორგი ვოლსკი: საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია, წითელი ხაზები გაივლო და ზუსტად ვიცით ეს წითელი ხაზები სად არის გავლებული

გიორგი ვოლსკი: საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია, წითელი ხაზები გაივლო და ზუსტად ვიცით ეს წითელი ხაზები სად არის გავლებული

ეს არის კონკრეტულად პიარ-სისტემა, რომელიც უკავშირდება „ნაცმოძრაობის“ კლასტერს, დაგეგმილი სტრატეგიული მიმართულებებით. ამ შემთხვევაში, თუკი ირაკლი ღარიბაშვილი არის სამიზნე, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი საქმიანობა, პოზიტიური საკითხები, რომლეიც მის სახელს უკავშირდება იყოს დისკრედიტირებული, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გავრცელებულ ჩანაწერზე საუბრისას განაცხადა.

„ეს არის ამოცანა. საზოგადოებისთვის უკვე ყველაფერი ნათელია. წითელი ხაზები გაივლო და ზუსტად ვიცით ეს წითელი ხაზები სად არის გავლებული“, - ამბობს ვოლსკი.