ლადო ბენდიანიშვილი: არანაირ მუქარას და დაშინებას და მით უმეტეს დასჯას ადგილი არასოდეს ჰქონია...

ლადო ბენდიანიშვილი: არანაირ მუქარას და დაშინებას და მით უმეტეს დასჯას ადგილი არასოდეს ჰქონია...

ლადო ბენდიანიშვილი, რომელიც TV პირველის მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში ფიგურირებს, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. როგორც ბენდიანიშვილი აცხადებს, მაშინ 15-16 წლის იყო და კომენტარი, რომელიც ბერას რომელიღაც პოსტზე დაწერა ნამდვილად არასასიამოვნო იყო. მისი თქმით, რამდენიმე დღის შემდეგ მასთან ოჯახში მივიდა დაცვის სამი თანამშრომელი, რომლებმაც განუცხადეს, რომ ბერას მისამართით არის მასირებული შეტევა, მუქარები საკმაოდ დიდი ჯგუფისგან და აინტერესებდათ რა საფუძველი ჰქონდა ამას. ბენდიანიშვილი წერს, რომ მას ძალიან ზრდილობიანად სთხოვეს, თავი შეეკავებინა კომენტარებისგან, რომელიც მუქარად შეიძლებოდა აღქმულიყო.

„ვწერ „ტვ პირველზე“ გასულ რეპორტაჟთან დაკავშირებით. გუშინწინ ჩვენთან იყვნენ მოსული ჟურნალისტები და გვეკითხებოდნენ დასჯასა და დაშინებასთან დაკავშირებით, ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა ის რაც ჯერ კიდევ 2011 წელს დავპოსტე. მაშინ ვიყავი 15-16 წლის, ბერას რომელიღაც პოსტზე დავწერე კომენტარი. მიუხედავად იმისა რომ გინებას და ლანძღვას არ შეიცავდა, არასასიამოვნო კომენტარი ნამდვილად იყო.

რამდენიმე დღის შემდეგ ოჯახში მოვიდა დაცვის სამი თანამშრომელი, რომლებმაც გვითხრეს, რომ ისინი, როგორც ოჯახის დაცვა, დაინტერესდნენ იმით, რომ ბერას მისამართით არის მასირებული შეტევა, მუქარები საკმაოდ დიდი ჯგუფისგან და აინტერესებდათ რა საფუძველი ჰქონდა ამას, რაზეც ვუთხარი რომ ჩემი მხრიდან არანაირი მუქარა არ ყოფილა და არც რაიმე კონკრეტული პრეტენზია არ მქონდა მასთან. ამაზე ოჯახის თანდასწრებით ძალიან ზრდილობიანად მთხოვეს თავი შემეკავებინა ისეთი კომენტარებისგან, რომელიც შეიძლებოდა მუქარად აღქმულიყო. რა თქმა უნდა გავითვალისწინე, რადგან დამუქრება არც მანამდე მიფიქრია. იქიდან არანაირ მუქარას და დაშინებას და მით უმეტეს დასჯას ადგილი არასოდეს ჰქონია“,- წერს ლადო ბენდიანიშვილი.