ირაკლი ქადაგიშვილი გავრცელებულ ჩანაწერებზე: ესაა უსუსური მცდელობა, ჩაშალონ გარკვეული მოლაპარაკებები და ქვეყნის დემოკრატიული განვითარება

ირაკლი ქადაგიშვილი გავრცელებულ ჩანაწერებზე: ესაა უსუსური მცდელობა, ჩაშალონ გარკვეული მოლაპარაკებები და ქვეყნის დემოკრატიული განვითარება

ესაა მათი ბოლო „პოლიტიკური იარაღი“. ყველა სხვა მინდორზე, რასაც პოლიტიკა ჰქვია, ისინი დამარცხდნენ, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს.

„ესაა უკანონო ჩანაწერები, ფარული მიყურადება, რომელიც იყო წინა ხელისუფლების შანტაჟის იარაღი. ისინი აგრძელებენ არა მხოლოდ პოლიტიკური სპექტრის, არამედ სრულიად მოსახლეობის შანტაჟს. ამ ყველაფერს საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს. ამ ფარულ ჩანაწერებს უმოწყალოდ ამონტაჟებენ. ამის მიზანი საზოგადოების ფსიქიკის განადგურება და მასზე მავნე ზემოქმედებაა. დღეს ესაა მათი ბოლო „პოლიტიკური იარაღი“. ყველა სხვა მინდორზე, რასაც პოლიტიკა ჰქვია, ისინი დამარცხდნენ. ეუთო/ოდირის ოფიციალურმა დასკვნამ არჩევნებთან დაკავშირებით, თვალნათლივ აჩვენა, რომ არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულ გარემოში, ძირითადი თავისუფლებების დაცვით. მოლაპარაკებების მაგიდასთან, მათ უკვე უწევდათ რეალურ კომპრომისზე წასვლა და შეთანხმებამდე მისვლა. გამომდინარე აქედან, სააკაშვილმა და მისმა „შლეიფმა“ გამოიყენა ის იარაღი, რომლითაც ისინი ატერორებდნენ და მართავდნენ საქართველოს. ესაა უსუსური მცდელობა, ჩაშალონ გარკვეული მოლაპარაკებები, ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, მოახდინონ სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია და ამ ქაოსის ფონზე, სააკაშვილმა ისევ ხელისუფლება ჩაიგდოს ხელში. ამ ფა