ზაზა შათირიშვილი: მგონია, რომ ძირითადი კურდღელი, რომლის დაჭერაც უნდა სააკაშვილს, მისი საკუთარი ჯიბის ოპოზიციაა

ზაზა შათირიშვილი: მგონია, რომ ძირითადი კურდღელი, რომლის დაჭერაც უნდა სააკაშვილს, მისი საკუთარი ჯიბის ოპოზიციაა

„საზოგადოების ის ნაწილი, რომლისთვისაც მიუღებელია „ნაცმოძრაობა“, აბსოლუტურად უნდობლობით ეკიდება ამ ინფორმაციას“, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა, ზაზა შათირიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა, როდესაც ფარული ჩანაწერების გავრცელებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, დღეს საქართველოში არც ერთი არასამთავრობო არ არის ნეიტრალური და ე.წ. ვოჩდოგებიც მხარეს წარმოადგენენ.

„აქედან გამომდინარე, ველი უკვე ინტერპრეტირებულია. ვისთვისა მიუღებელია სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“, უნდობლობით ეკიდება ამ ინფორმაციას. არც ვუყურებ, რადგან წარმომიდგენია, რას ჰგავს ეს, მაგალითად, რაც გაუკეთეს ბადრი პატარკაციშვილს, დაახლოებით ასეთი რამეა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სააკაშვილმა წყალზეც რომ გაიაროს, მაინც არავინ დაიჯერებს. მგონია, რომ ძირითადი კურდღელი, რომლის დაჭერაც უნდა სააკაშვილს, არის მისი საკუთარი ჯიბის ოპოზიცია და ამით მას ეუბნება, რომ უნდა კანკალებდნენ“, - განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.