ლევან ნიკოლეიშვილი ფარულ ჩანაწერებზე: მიხეილ სააკაშვილის სჭირდება რევოლუცია და სწორედ ამიტომ გააცოცხლა „შავი არქივი“

ლევან ნიკოლეიშვილი ფარულ ჩანაწერებზე: მიხეილ სააკაშვილის სჭირდება რევოლუცია და სწორედ ამიტომ გააცოცხლა „შავი არქივი“

მიხეილ სააკაშვილს სურს არეულობა შეიტანოს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, - განაცხადა ანალიტიკოსმა ლევან ნიკოლეიშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“, რითაც ფარული ჩანაწერების თემას გამეხმაურა.

​„მიხეილ სააკაშვილს განსაკუთრებით ეშინია ბოლო დროს განვითარებული პროცესების. კერძოდ ოპოზიციურ სპექტრში არის აზრთა სხვადასხვაობა. რამდენიმე პოლიტიკური პარტია სავარაუდოდ ფიქრობს პარლამენტში შესვლაზე. უფრო მეტიც, ისინი მიესალმებიან დიალოგის პროცესს, რაც მიხეილ სააკაშვილს არ აწყობს და მისი მთელი გეგმა ჩაიშლება. სააკაშვილისთვის უმთავრესია რევოლუცია, რყევების შემოტანა პოლიტიკაში, რადგან ისე ისედაც გაკოტრებული პოლიტიკოსი, კიდევ უფრო გაკოტრდება“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

ანალიტკოსი განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილმა სწორედ ამიტომ გააცოცხლა „შავი არქივი“, რომ „ფეიკ“ ინფორმაციით მანიპულაცია მოეხდინა. „ესაა გარკვეული გაფრთხილება ოპოზიციური სპექტრისა, რომ მე შემიძლია თქვენზეც გარკვეული კომპრომატები გამოვიტანო“, - აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.