ლაშა ნაცვლიშვილი: ეკა გიგაურმა ბერაზე ფეიკი კი არ გააზიარა - გაიზიარა!

ლაშა ნაცვლიშვილი: ეკა გიგაურმა ბერაზე ფეიკი კი არ გააზიარა - გაიზიარა!

ტელეკომპანია POSTV-ის დამფუძნებელი ლაშა ნაცვლიშვილი, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

"გაიზიარა პასუხისმგებლობა ამ კრიმინალურ სიბინძურეზე! გაიზიარა, ხელი მოაწერა და უკანა რიცხვით კურთხევა მისცა შეშლილ მიშას - ვანო მერაბიშვილის და ახალაიების მეშვეობით უკანონოდ ესმინა მოზარდისთვის;

გაიზიარა, ხელი მოაწერა და უკანა რიცხვით კურთხევა მისცა ამ ჩანაწერის ფალსიფიკაციას, მის უხეშ მონტაჟს;
გაიზიარა, ხელი მოაწერა და კურთხევა მისცა უღირსობის მწვერვალს - ეს ყველაფერი მოზარდის მამისთვის და მისი შექმნილი "ოცნებისთვის" დაებრალებინა ბინძურ მიშას!

ეკა გიგაური აღარაფრით განსხვავდება კოხტა კოდუასგან და ეს მე ნამდვილად არ მახარებს"!