მიხეილ ყაველაშვილი გავრცელებულ ჩანაწერებზე: ამ ფაბრიკაციებით საზოგადოებას ახსენებენ, თუ რას წარმოადგენენ

მიხეილ ყაველაშვილი გავრცელებულ ჩანაწერებზე: ამ ფაბრიკაციებით საზოგადოებას ახსენებენ, თუ რას წარმოადგენენ

ამ ფაბრიკაციებით ისინი ახსენებენ საზოგადოებას, თუ რას წარმოადგენენ და რას წარმოადგენდნენ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი აუდიოჩანაწერების გამოქვეყნებას.

„ჩემი თხოვნა იქნება, რომ ნაკლებად მიმართონ ასეთ ფაბრიკაციებს, რადგან ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, რაღაცნაირად, დავიწყებული აქვს მათი ქმედებები. ეს ყველაფერი კარგად არ მოუბრუნდებათ“ - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.

სასურველი მიზნის მისაღწევად, ყოფილი სახელისუფლებო გუნდი კვლავ უკანონო გზით მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებს მიმართავს. საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ოპოზიციური პოლიტიკური ძალა ფალსიფიცირებული ჩანაწერით ცდილობს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 2012 წლამდე არსებული აუდიოჩანაწერის გავრცელების მიზანია, გაჩნდეს საზოგადოებაში დაბნეულობა და გაურკვევლობა. აქვე განმარტავენ, რომ კიევში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დაწერილი გეგმა გაიშიფრა და ჩავარდა.