გიორგი ვოლსკი გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე: სამწუხაროა, რომ ამ ფეიკინფორმაციას ავრცელებენ

გიორგი ვოლსკი გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე: სამწუხაროა, რომ ამ ფეიკინფორმაციას ავრცელებენ

2011 წელს არის გაკეთებული, რაღაც ფრაგმენტები ამოღებული და შეკოწიწებული. წარმოიდგინეთ, რამე სერიოზული რომ ყოფილიყო, ჩაწერების დიდოსტატები რამდენჯერ გამოიყენებდნენ ამ თემას. ცუდ ვითარებას, რაც მათ ბუნაგში შეიქმნა, რასაკვირველია, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ჟურნალისტები მსგავსი სიუჟეტის მომზადებაში იღებენ მონაწილეობას.

„წარმოიდგინეთ სურათი, რომ ადამიანები, ვინც ბერას შეურაცხყოფას აყენებენ, ან რატომ უნდა მიაყენონ ბერას შეურაცხყოფა, ანზორ ჩუბინიძის მიერ არიან დევნილები, ქუჩაში დასდევს, ხოცავს ან ფიზიკურად უსწორდება. დაახლოებით ეს არის შინაარსი, რაც გამოაქვეყნა წინსწრებით ერთ-ერთმა ტელევიზიამ. სამწუხაროა, რომ ამ ფეიკინფორმაციას საზოგადოებაში ავრცელებენ, რათა ახალგაზრდები დაარწმუნონ, თითქოს მათ პერიოდში არც ქუჩაში ხოცავდნენ ხალხს, არც აწამებდნენ, რომ იქნებოდა მეტი ახალგაზრდა მოიზიდონ იმ უაზრო აქციებზე, რასაც ატარებენ და ეძახიან რაღაც დემოკრატიისთვის ბრძოლას. ეს არის შინაარსი, რასაც ჩვენ ვუყურებთ დღეს და სამწუხაროა, რომ ამ „ფეიკის“ მომზადებაში იღებენ მონაწილეობას ახალგაზრდა ჟურნალისტები, რომლებსაც კარიერა, ცხოვრება წინ აქვთ და გაცილებით საინტერესო სიუჟეტების მომზადებაც შეუძლიათ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.