ლევან ნიკოლეიშვილი: დანაშაული თუ ვინმემ ჩაიდინა, ეს სწორედ ზონდერი გოგოხია იყო, სხვის საკუთრებაში რომ უნებართვოდ შეიჭრა, მაგრამ ამაზე ხმას არ იღებენ

ლევან ნიკოლეიშვილი: დანაშაული თუ ვინმემ ჩაიდინა, ეს სწორედ ზონდერი გოგოხია იყო, სხვის საკუთრებაში რომ უნებართვოდ შეიჭრა, მაგრამ ამაზე ხმას არ იღებენ

“გუშინ, სახელგანთქმულმა ზონდერმა გოგოხიამ გააღო პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის დაკეტილი სახლი, ყოველგვარი ნებართვის გარეშე შეიჭრა სხვის საკუთრებაში და დაიწყო გადაღება. ეს უტიფრები კი დღეს გამოდიან და გაჰკივიან, მანქანის საბურავები დააზიანესო” - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, ეს სწორედ ზონდერი გოგოხია იყო, სხვის საკუთრებაში რომ უნებართვოდ შეიჭრა, მაგრამ ამაზე ხმას არ იღებენ.

„ზონდერ ემა გოგოხიას, კრიმინალ გვარამიას და მის ზონდერებს უნდა დავუთმო რამდენიმე წუთი. აი ამ გაუგონარი უტიფრების თარეში ყოველგვარ ზღვარს სცდება. გუშინ, სახელგანთქმულმა ზონდერმა გოგოხიამ გააღო პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის დაკეტილი სახლი, ყოველგვარი ნებართვის გარეშე შეიჭრა სხვის საკუთრებაში და დაიწყო გადაღება. ეს უტიფრები კი დღეს გამოდიან და გაჰკივიან, მანქანის საბურავები დააზიანესო. აი ზუსტად ასეთი უტიფრობით და ასეთი მამაძაღლობით გაიტანეს ის მართლა ავადსახსენებელი ცხრა წელი, თურმე სხვის სახლში შეჭრა არაფერი, ხოლო მანქანის საბურავების დაზიანება ყველაფერი... არ დაახანა ნაცების მედია ორგანიზაციამ, „ქარტიას“ რომ უწოდებენ, არიქა, სასწრაფოდ გამოიძიეთო. დანაშაული თუ ვინმემ ჩაიდინა, ეს სწორედ ზონდერი გოგოხია იყო, სხვის საკუთრებაში რომ უნებართვოდ შეიჭრა, მაგრამ ამაზე ხმას არ იღებენ.! ჰოდა აი ასეთი უტიფრები რომ ხართ, იმიტომაც ყრიხართ პოლიტიკურ სანაგვეზე” - წერს ლევან ნიკოლეიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.