გრიგოლ გეგელია: ამ ქვეყანაში ფარული ჩანაწერების კულტურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს

გრიგოლ გეგელია: ამ ქვეყანაში ფარული ჩანაწერების კულტურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს

ამ ქვეყანაში ფარული ჩანაწერების კულტურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ვფიქრობ, ამაზე ყველა მორალური პოლიტიკოსი თანადროულად თანხმდება, - აცხადებს „ლელო საქართველოსთვის“ წევრი, გრიგოლ გეგელია.

„ფარული ჩანაწერების ფორმით, პოლიტიკის წარმოება ნამდვილად ვერ იქნება წინსვლის გზა. ფაზაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, გვჭირდება ახალი მორალური სტანდარტი ქართულ პოლიტიკაში“ - აცხადებს გრიგოლ გეგელია.

სასურველი მიზნის მისაღწევად, ყოფილი სახელისუფლებო გუნდი კვლავ უკანონო გზით მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებს მიმართავს. საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ოპოზიციური პოლიტიკური ძალა ფალსიფიცირებული ჩანაწერით ცდილობს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 2012 წლამდე არსებული აუდიოჩანაწერის გავრცელების მიზანია, გაჩნდეს საზოგადოებაში დაბნეულობა და გაურკვევლობა. აქვე განმარტავენ, რომ კიევში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დაწერილი გეგმა გაიშიფრა და ჩავარდა.