ზურაბ ქადაგიძე: რასაც ნაც-მედია სიტყვის თავისუფლების სახელით აკეთებს პირდაპირ შეიძლება ვუწოდოთ

ზურაბ ქადაგიძე: რასაც ნაც-მედია სიტყვის თავისუფლების სახელით აკეთებს პირდაპირ შეიძლება ვუწოდოთ "მედია-ტერორიზმი"

ახლა ხომ გაირკვა ვის ხელშია ის "შავი ქეისები" ,რომლესაც ნაც-მოძრაობა 9 წელი აგროვებდა? გამოდით ის ხალხი, ვისაც კადრების გავრცელებით გემუქრებოდნენ და მოთხოვეთ პასუხები "მედია-ტერორისტებს",- წერს სოციალურ ქსელში „ახალგაზრდული ცენტრის“ ხელმძღვანელის ზურაბ ქადაგიძე.

მისი თქმით, რასაც ნაც-მედია სიტყვის თავისუფლების სახელით აკეთებს პირდაპირ შეიძლება ვუწოდოთ "მედია-ტერორიზმი".

,,დიახ ტერორიზმია,როდესაც პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ფსიქოლოგიური ტერორით ცდილობთ. წილი ნაყარია - ერთ მხარეს დგას საზოგადოება და მეორე მხარეს ნაც-მედია ტერორისტული კასტა.

რასაც ამით თქვენ მოიგებთ მიშას ჩააბარეთ "დაკლადად". ახლა ხომ გაირკვა ვის ხელშია ის "შავი ქეისები" ,რომლესაც ნაც-მოძრაობა 9 წელი აგროვებდა?

ახლა გამოდით ის ხალხი ვისაც კადრების გავრცელებით გემუქრებოდნენ და მოთხოვეთ პასუხები "მედია-ტერორისტებს". ისე ფრთხილად იყავით! საზოგადოების მოთმინებასაც აქვს საზღვარი“,- წერს ქადაგიძე.