გიორგი ცუცქირიძე: კიდევ ერთხელ ხდება ცხადი, რომ სააკაშვილი და მისი გარემოცვა სწორედ ჩანაწერების შანტაჟით ახდენდა სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერების მართვას

გიორგი ცუცქირიძე: კიდევ ერთხელ ხდება ცხადი, რომ სააკაშვილი და მისი გარემოცვა სწორედ ჩანაწერების შანტაჟით ახდენდა სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერების მართვას

ამ ჩანაწერების გამოქვეყნებით, კიდევ ერთხელ ხდება ცხადი, რომ სააკაშვილი და მისი გარემოცვა დიდწილად სწორედ ამ ჩანაწერების შანტაჟით ახდენდა სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერების მართვას, რომ ისინი არანაირ კომპემრომისზე არ დათანხმებულიყვნენ, ეს გრძელდება დღესაც, არანაირი კომპრომისი პლებისციტზეც კი, - წერს ექსპერტი საბანკო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

მისივე თქმით, პარლამენტში არშესვლის მიზეზიც სწორედ სააკაშვილის შავი არქივია.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2020 წლის მონიტორინგის ანგარიშის შემდეგ, სადაც აღნიშნულია, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, რადგან ის ჩატარდა ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვით და ცალსახად, ნეგატურად არის მოხსენებული ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტირება, როგორც "დემოკრატიის ძირის გამოთხრა", დაადასტურა ახლა უკვე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშმაც, რომლის თანახმადაც - ევროსაბჭოს ️საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ მონახულებულ შეზღუდული რაოდენობის საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესი იყო გამჭვირვალე და პროცედურები ძირითადად იყო დაცული.

ამ მოხსენებით საბოლოოდ ქარწყლდება ნაცოპოფლანგის მითი არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე და ბოიკოტის საკითხსაც ყოველგვარ არგუმენტებს აცლის. ამასთან ერთად, ანგარიშში წარმოდგენილია რეკომენდაციებიც არჩევნების ჩატარების გაუმჯობესებაზე და მათი ეუთო-სა და სხვა საერთაშორისო ვალდებულებებთან და დემოკრატიული არჩევნების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისაკენ, რაც თანხვედრაშია ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტისას შემოთავაზებულ შარლ მიშელის ვიზიტის სულისკვეთებასთან და 6 პუნქტიან გეგმაშია ასახული.

როგორც ჩანს ამ ფიასკოს და საერთაშორისო კრახის გადასაფარად,

ნაცები და მათთან აფილირებული მედია უკვე აანონსებს შანტაჟის და ბულინგის მორიგ კამპანიას, სააკაშვილის ავტოტრიტარული და დეჰუმანიზირებული რეჟიმის დროს გაკეთებული ფარული ჩანაწერების ეტაპობრივ გამოქვეყნებას.

ამ მორიგი ფეიკ ნიუსების და სიცრუის მანქანის ტირაჟირება ასევე მიმართულია, ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის დიალოგის შესაძლებლობის ჩაშლისაკენ, შავი არქივის გახსნით დაძაბოს ვითარება ოპოზიციურ ფლანგზე და უნდობლობის გაჩენით ჩაშალოს მოლაპარაკებები 6 პუნქტიან გეგმაზე.

ამ ჩანაწერების გამოქვეყნებით, კიდევ ერთხელ ხდება ცხადი, რომ სააკაშვილი და მისი გარემოცვა დიდწილად სწორედ ამ ჩანაწერების შანტაჟით ახდენდა სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერების მართვას, რომ ისინი არანაირ კომპემრომისზე არ დათანხმებულიყვნენ, ეს გრძელდება დღესაც, არანაირი კომპრომისი პლებისციტზეც კი!

რეალურად როდესაც ვერ ამტკიცებ არჩევნების გაყალბებას, პარლამენტში არშესვლის მიზეზიც სწორედ სააკაშვილის შავი არქივია!

დღეს უკვე ცხადზე უცხადესია, რომ ეს ქვეყანა ვერ შედგება და ვერც ეკონომიკა განვითარდება ან რომელი სოლიდური ინვესტორი შემოვა თუ ერთხელ და სამუდამოდ არ აღიკვეთა ფარული ჩანაწერებით შანტაჟის მცდელობები.

არაფერი საერთო ამ სიძულვილის და ფაბრიკაციის პოლიტიკას არც სიტყვის თავისუფლებასთან და არც ჟურნალისტურ გამოძიებასთან არა აქვს!

არასდროს ვყოფილვარ მომხრე მედიაშეზღუდვების, მაგრამ დღეს პოლიტიკური სენტიმენტის და უაზრო რევერანსების დრო აღარ არის!

კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ ფეიქ-ნიუსის, სიცრუის და ცილისწამების ეს მანქანა უნდა შეჩერდეს, საკმაოდ დიდი ჯარიმები უნდა დაეკისროს ტელევიზიებს გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის!“, - წერს ცუცქირიძე.