ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ფაკულტეტების საბჭოების გადაწყვეტილებები გაიზიარა და მიიღო რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემეტრში სწავლება წარიმართება შერეული ფომატით. კერძოდ:
- ფაკულტეტებს ეძლევათ შესაძლებლობა პრაქტიკული, ლაბორატორიული და კლინიკური სწავლება განახორციელონ არადისტანციურ ფორმატში;
- 9 მარტიდან უნივერსიტეტის კორპუსებში გაიხსნება ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზები და კომპიუტერული რესურსცენტრები;
- სასწავლო პროცესის თეორიული კომპონენტები დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება;
- ეპიდემიური ვითარების შესაბამისად, ფაკულტეტები კვლავ იმსჯელებენ სასწავლო პროცესის ფორმატის შესახებ.
თსუ ფაკულტეტების საბჭოებმა, რომლის წევრთა 30%-ს სტუდენტები შეადგენენ, მიმდინარე კვირაში სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს, დეტალურად გაანალიზეს სწავლის დაწყებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი და გადაწყვეტილებები წერილობით თსუ აკადემიურ საბჭოს გააცნეს.