ვინ არის ირაკლი ფირცხალავა - დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის ყოფილი უფროსი, რომელმაც გუშინ რობაქიძის მკვლელობის ამსახველი კადრები გაავრცელა. კიდევ ერთი სპეც-ოპერაციისას მოკლული ზურა ვაზაგაშვილის მამა დანაშაულის ერთ-ერთ მონაწილედ სწორედ ფირცხალავას ადანაშაულებს. 2006 წლის მაისში კორტებთან ჩატარებული ოპერაციის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე იყო. დაზარალებულის ბრალდებას ირაკლი ფირცხალავა ბრალდებითვე პასუხობს.