N31 სკოლის სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

N31 სკოლის სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, N31 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე არსებული სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ქველმოქმედი და მეცენატი ნოდარ გიორგაძის დაფინანსებით ხორციელდება. იგი წლების წინ ამავე სკოლაში სწავლობდა. მიმდინარე სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიორგი ვოლსკისთან, პარლამენტის დეპუტატ რიმა ბერაძესთან, ასევე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად მოინახულა. პროექტის ფარგლებში, მიმდებარე ტერიტორიაც მოპირკეთდება. სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება.
„ყველასთვის მისაბაძი უნდა იყოს, რასაც ბატონი ნოდარი მომავალი თაობისთვის აკეთებს. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგი ვოლსკის, უშუალოდ მისი ჩართულობით შედგა აღნიშნული პროექტი“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
 
      
 
amo ბრავო ჩუღურეთს. საბურთალოს რ-ის მუნიციპალიტეტის მესვეურებს დიდი დიღმის მაცხოვრებლებს ავთანდილის ქუჩაზე (რეაბილიტაცია ხმამაღლად ნათქვამია) ელემენტარული გადაადგილება. დიახ, ამხ. ვასაძევ.
3 წლის უკან