სალომე სამადაშვილი: არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას შედგება თუ არა მიშელის ინიცირებული მედიაციის პროცესი, რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვა

სალომე სამადაშვილი: არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას შედგება თუ არა მიშელის ინიცირებული მედიაციის პროცესი, რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვა

არ მიმაჩნია მიზანშეწონილად რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვა,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, მოლაპარაკებების პროცესში ოპოზიციის ერთიანობის შენარჩუნება წარმატების გარანტია.

„არ მიმაჩნია მიზანშეწონილად დღეს, როდესაც საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას შედგება თუ არა მიშელის ინიცირებული მედიაციის პროცესი, საუბარი იმაზე, ვადამდელ არჩევნებამდე, როგორი გზით მივალთ და რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვა. საქმეს არაფერში გამოადგება. ასევე, ოპოზიციის ერთიანობის შენარჩუნება მოლაპარაკებების პროცესში, წარმატების გარანტიაა. წარმატება კი, პატიმრების გათავისუფლება და ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზის შეთანხმება იქნება, მათ შორის საარჩევნო რეფორმისაც“, - წერს სამადაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში მიმართვისას აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება არა პლებისციტი, არამედ რიგგარეშე არჩევნები.

„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პლებისციტის მოდელზე დათანხმება, რომელსაც თავს ივანიშვილი გვახვევს”, - განაცხადა სააკაშვილმა.

Dr Donald Hospital გამარჯობა!
Როგორ ხარ?
ამჟამად ჩემს საავადმყოფოს სამი (3) თირკმლის დონორი ესაჭიროება სასწრაფოდ ტრანსპლანტაციისთვის, თირკმლის თითოეულ დონორს ანაზღაურდება $ 550,000.00 აშშ დოლარი. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ თქვენს სამგზავრო დოკუმენტებზე და ყველა იმ ხარჯზე, რომელიც შეიძლება წარმოიშვას თქვენი შემოწმების შემდეგ. ჯანმრთელმა და შეძლებულმა ორგანიზმმა უნდა დაუკავშირდეს ამ ელ.ფოსტას: dr.donaldhospital@gmail.com (dr.donaldhospital@gmail.com)
მხოლოდ სერიოზული დონორები, 100% გარანტირებული.
3 წლის უკან