თამარ კორძაია: შალვა პაპუაშვილს ვურჩევდი, არ იდარდოს, რადგან პატარა პარტიებს უფრო მძიმე პერიოდებიც გვაქვს გავლილი და მაინც ვარსებობთ

თამარ კორძაია: შალვა პაპუაშვილს ვურჩევდი, არ იდარდოს, რადგან პატარა პარტიებს უფრო მძიმე პერიოდებიც გვაქვს გავლილი და მაინც ვარსებობთ

ვურჩევდი ბატონ შალვას, არ იდარდოს იმიტომ, რომ პატარა პარტიებს უფრო მძიმე პერიოდებიც აქვს გავლილი ამ ქვეყანაში და მაინც ვარსებობთ,- ასე გამოეხმაურა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი თამარ კორძაია ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეს“ ეთერში „ქართული ოცნების“ დეპუტატის შალვა პაპუაშვილის განცხადებას პატარა პარტიებთან დაკავშირებით.

როგორც კორძაიამ აღნიშნა, „პარტიები როგორ შეძლებენ განვითარებას, თავად პარტიებმა უნდა მიხედონ“.

„საბედნიეროდ მე წარმოვადგენ ყველაზე ძველ პარტიას ამ ქვეყანაში. ჩვენ ამის შიშით არ ვკვდებით“,- განაცხადა კორძაიამ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რომ, „საინტერესოა, პატარა პარტიები მთლიანად შეეწოვებიან „ნაცმოძრაობას“, თუ გამოაჩენენ, რომ მხრებზე საკუთარი თავი ადგათ“.

 

Katana . „საბედნიეროდ მე წარმოვადგენ ყველაზე ძველ პარტიას ამ ქვეყანაში." - თამარ კორძაია.
ხოხ!..
კონიაკისაგან განსხვავებით, პარტიის ხარისხი მისი სიძველით არ ფასდება. მით უფრო, როცა ყველამ იცის, რომ რესპები ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარულ პარტიად ჩამოყალიბდნენ მას შემდეგ, რაც ზვიად გამსახურდიასთან ჩაებნენ ომში და დღემდე ვერც ერთხელ ვერ მოახერხეს საკუთარი რესურსით შესვლა ხელისუფლებაში: ყოველთვის ვიღაცას აეკიდებიან, როგორც საბას მორიელი - კუს და ყოველთვის ისე ამთავრებენ, როგორც ის კუ - შუა წყალში გადმოაგდებს მათი დაუმსახურებელი კბენებით შეწუხებული "პატრონი" და ფართხალებენ მერე, სანამ ახალ პატრონს არ აეკიდებიან.
ახლა კი ისევ ნაცების ჯერია, ეტყობა...
3 წლის უკან