გიგი უგულავა: არ ვიზიარებ მიხეილ სააკაშვილის პათოსს, პლებისციტს ბევრი პლუსი აქვს

გიგი უგულავა: არ ვიზიარებ მიხეილ სააკაშვილის პათოსს, პლებისციტს ბევრი პლუსი აქვს

არ ვიზიარებ მიხეილ სააკაშვილის პათოსს, ვთვლი, რომ ვიდრე მოლაპარაკებები არ დაწყებულა, მანამდე დამუნათება და მით უმეტეს, პლებისციტის იდეის ივანიშვილის პროექტად გამოცხადება, აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან პლებისციტს ბევრი პლუსი აქვს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ „მთავარის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, 2020 წლის არჩევნების წინ ოპოზიციამ ვერ შეინარჩუნა ერთიანობა და ეს მათი მთავარი შეცდომაა.

„ხვალ რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს, კანონის მიხედვით, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება 120/30-ზე პრინციპით, ანუ 30 მაჟორიტარი, თუ რამე არის ივანიშვილის, მინდა, მიხელ სააკაშვილს შევახსენო, ეს სწორედ 30 მაჟორიტარია. საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ ტოტალური ძალადობით და გაყალბებით მოხდა არჩევნები, ჩვენი ნაწილი შეცდომაც ასევე უნდა ვაღიაროთ, მთავარი შეცდომა წინასაარჩევნოდ ოპოზიციის იყო ის, რომ ჩვენ ვერ შევთანხმდით ერთიან მაჟორიტარზე, რადგან ივანიშვილმა თავსმოხვეული მაჟორიტარი დაგვიტოვა, ჩვენ ვალდებული ვიყავით შევჯერებულიყავით, მაგრამ ვერ შევჯერდით. ამ კანონის მიხედვით 40%-იანი ჩამკეტი არსებობს და პლებისციტის შემთხვევაში ხელისუფლებამ თავისი პრინციპის გასატანად 50%-ზე მეტი უნდა აიღოს, მთავარი პლებისციტზე გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენ ვიღებთ რიგგარეშე პროპორციულ არჩევნებს და სწორედ ვაძლევთ იმას, რაც ივანიშვილმა შემოგვასაღა, იმ 30 მაჟორიტარს. იქ, სადაც ვერ შევჯერდით, იყო არეულობა, დაპირისპირება, რითაც ისარგებლა და მივიღეთ ის სურათი. ყველას აქვს თავის პირადი აზრი, მაგრამ მეგობრულად მინდა ვთხოვო მათ, „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტსაბჭოს კენჭი აქვს ნაყრელი და მიღებული აქვს, რომ იდეაში შეიძლება განიხილოს 2021 წლის განმავლობაში პლებისციტის იდეა. უადგილოდ მიმაჩნია ახლა პლებისციტზე საუბარი. პრინციპულად ვერ მივიღებ იმ პოზიციას, რომ პლებისციტი ბიძინას იდეაა, არანაირი ბიძინას იდეა არ არის, თუ რამე არის ბიძინას იდეა, ეს არის შეინარჩუნოს რაც შეიძლება დიდი ხანი ეს მავნებლური სისტემა, რომელიც თავის თავში მაჟორიტარებს გულისხმობს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

იქამდე, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტზე.

Katana . ამ კაცს, რომელიც, წესით, ციხეში უნდა იჯდეს ახლა, მინდა ვკითხო: თქვენ როგორი საარჩევნო სისტემა გქონდათ, სულ რომ იგებდით არჩევნებს?!
როცა წააგეთ, მერე გახდა ეს სისტემა ცუდი და მიუღებელი?
ცუდ მოცეკვავეს რა უშლის, ხომ იცით?
3 წლის უკან