გიგა ბოკერია: ამ არანორმალური რეალობის გათვალისწინებით, პარტიული პროტესტის ფორმები შეიცვლება

გიგა ბოკერია: ამ არანორმალური რეალობის გათვალისწინებით, პარტიული პროტესტის ფორმები შეიცვლება

ამ არანორმალური რეალობის გათვალისწინებით, პარტიული პროტესტის ფორმები შეიცვლება და ხვალ კანცელარიის აქციის ნაცვლად იქნება მანქანების აქცია. ამავე მოსაზრებიდან გამომდინარე, 13-ში დაგეგმილი აქცია გადაიდო ოცისთვის. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გააუქმესო და არ გაუქმებულა. 20-ში გადაიდო. ყველა სხვა აქციასაც ამ პრინციპით მივუდგებით, რომ ყველა ეს უსაფუძვლო რისკი, რომ რაიმე შეხება მოხდა, იყოს მინიმიზირებული, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ კი ხელისუფლება უარს იტყვის ყველა საკითხის განხილვაზე ეს ქვეყნისთვის საზიანო, მათთვის კი დამღუპველი იქნება.

„ჩვენ ვმოქმედებთ ქვეყნის ფუნდამენტური ინტერესიდან გამომდინარე, რომ კრიზისიდან გამოსავალი მოიძებნოს. პრეზიდენტ მიშელის ვიზიტი და ეს მონახაზი, რაც მან გააკეთა არის სრულიად ადეკვატური და ჩემი აზრით, ამ ვითარებაში ყოვლისმომცველი. თუ მთავრობა მხოლოდ პროპაგანდისთვის საუბრობს ასე, რომ გადათქვა ის პოზიცია, რაც პრეზიდენტ მიშელის თანდასწრებით ჰქონდა, რომ ყველა საკითხს განიხილავს, ეს მის ბუნებას ავლენს, მაგრამ არაუშავს. თუ ეს აღმოჩნდება მათი საბოლოო პოზიცია, რომ არც კი განიხილავენ იმ საკითხებს, რომელიც ყველას აზრით, ვისაც საღი აზრი აქვს, ვისაც სურს განმუხტვა, ეს იქნება ცუდი ქვეყნისთვის და მათთვის დამღუპველი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.