მამუკა მდინარაძე: როდესაც ჩვენ გვაკრიტიკებენ, იქვე ამბობენ, რომ ჩვენი ოპონენტები პარლამენტში უნდა შევიდნენ

მამუკა მდინარაძე: როდესაც ჩვენ გვაკრიტიკებენ, იქვე ამბობენ, რომ ჩვენი ოპონენტები პარლამენტში უნდა შევიდნენ

„როდესაც ჩვენ გვაკრიტიკებენ, იქვე ამბობენ, ჩვენი ოპონენტები პარლამენტში უნდა შევიდნენ“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყველას ხვდებოდა, კანონის ზემიდწევნით დაცვას ასეთი კრიტიკა მოჰყოლოდა, კანონის ზედმიწევნით დაცვის წინააღმდეგ ბოლოს არავინ წავიდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთადერთი გზა ჰქონდა - მიუხედავად იმისა, რომ ყველას ხვდებოდა, კანონის ზემიდწევნით დაცვას ასეთი კრიტიკა მოჰყოლოდა, კანონის ზედმიწევნით დაცვის წინააღმდეგ ბოლოს არავინ წავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ შენ იცავ კანონს და ამას, ერთი შეხედვით მოჰყვება კრიტიკა, გასაგებია და მისაღებია ბევრი რამ. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როდესაც ჩვენ გვაკრიტიკებენ, იქვე ამბობენ, ჩვენი ოპონენტები პარლამენტში უნდა შევიდნენ; დიალოგს არ აქვს ალტერნატივა - ამ მოწოდებებში საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა დაინახოს ყველამ. ჩვენ, ჩვენ პასუხისმგებლობას ვხედავთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიცია იძულებული გახდება, რომ რაღაც რაციონალური წინადადება დააყენოს.