„პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა, პირველი კონსტიტუცია და საბჭოთა ოკუპაცია“

„პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა, პირველი კონსტიტუცია და საბჭოთა ოკუპაცია“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1921 წლის კონსტიტუციის მიღების 100 წლისთავთან და საქართველოს ოკუპაციიდან 100 წელთან დაკავშირებით ონლაინ პანელური დისკუსია „პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა, პირველი კონსტიტუცია და საბჭოთა ოკუპაცია“ გაიმართა.

ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოში გერმანიის სრულუფლებიანი და საგანგებო  ელჩი ჰუბერტ ქნირში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე,  თსუ პროფესორი ლადო ჭანტურია, ბრემენის  უნივერსიტეტის  პროფესორი, თსუ საპატიო დოქტორი როლფ კნიპერი და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა ისტორიკოსების, კონსტიტუციონალისტების, ჩვენი უცხოელი პარტნიორების მონაწილეობით, თუ რა მნიშვნელობის იყო თავად კონსტიტუცია და რა მიღწევები ჰქონდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, როგორ იყო შემდგარი სახელმწიფო და, სამწუხაროდ, ოკუპაციამ დაგვაკარგინა დამოუკიდებლობა.“-განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია წარმოადგენს საქართველოს პირველ კონსტიტუციას. ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი აღიარებდა საქართველოს თავისუფალ, დამოუკიდებელ, განუყოფელ სახელმწიფოდ და  დემოკრატიულ რესპუბლიკად. მასში განმტკიცებული იყო იმ პერიოდში ევროპაში აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, დემოკრატიული საარჩევნო სისტემა, საპარლამენტო მმართველობის ფორმა. საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეფუძნება.

საქართველოს პირველი კონსტიტუცია მხოლოდ 4 დღის განმავლობაში მოქმედებდა, 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია შემოიჭრა თბილისში და ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა.

“ეს ორი თარიღი, რომლებსაც სულ რამდენიმე დღე აშორებს ერთმანეთისგან, მკაფიო ენით გვესაუბრება. მაშინ, ასი წლის წინ, საქართველოს არ მიეცა თავისი კონსტიტუციის პრაქტიკაში განხორციელების შესაძლებლობა. ისტორიის გზავნილს არ სჭირდება ინტერპრეტაცია. იგი ყველა ჩვენგანისთვის ნათელია: იცხოვრეთ თქვენი კონსტიტუციით! მუდამ თან იქონიეთ და გახსოვდეთ იგი! დაიცავით იგი თქვენი გონების  მთელი ძალით - თუნდაც იგი იყოს თქვენი საკუთარი ვიწრო ინტერესების, თქვენი პირადი იმპულსების წინააღმდეგ! კონსტიტუცია პოლიტიკის დეპერსონალიზაციას ახდენს. ვინც არ უნდა იყო - შენ არ ხარ ყველაზე მნიშვნელოვანი მასში, და არც შენი პარტია. დემოკრატიული კონსტიტუცია გაძლევთ უფლებებსა და თავისუფლებებს. მაგრამ კონსტიტუციური პოლიტიკა ხორციელდება ინსტიტუციების საშუალებით. ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს. სწორედ მათ აქვთ ლეგიტიმაცია.”-აღნიშნა  საქართველოში გერმანიის სრულუფლებიანმა და საგანგებო  ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა. ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ღვაწლი საქართველოს მე-20 საუკუნის ისტორიის კვლევაში.

ონლაინ პანელურ დისკუსიაში მოხსენებები გაკეთდა 1921 წლის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და  ამ მოვლენებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლზე, წარმოდგენილი იყო ასევე თსუ ბიბლიოთეკაში დაცული უცნობი საარქივო დოკუმენტები.

ოკუპაციის თემაზე უნივერსიტეტში თსუ მუზეუმის მიერ არქივებში დაცული ფოტოდოკუმენტები და მემორიალური ნივთები გამოიფინა. წარმოდგენილია კოჯორ-ტაბახმელასთან მებრძოლ თსუ პროფესორ-მასწავლებლების ვანდა ღამბაშიძის, რობერტ ბლეიკის, ნიკო კეცხოველის  და ასევე სტუდენტების მარო მაყაშვილის, პავლე ბეშკენაძის, ნიკოლოზ კალანდარიშვილის, გიორგი  გამყრელიძის, გიორგი ნაკაშიძის, გაბრიელ გეხტმანის ფოტოები და დოკუმენტები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის დოკუმენტური მასალა, რომელიც საქართველოს დემოკრატიული მთავრობისა და ევროპის წამყვან სახელმწიფოთა დიპლომატიურ წარმომადგენელთა მიმოწერას ეხება.

საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 2021 წლის განმავლობაში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება. მათ შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი გამოსცემს სტატიების კრებულს, რომელშიც შევა იურიდიული ფაკულტეტის პროფესორთა ნაშრომები კონსტიტუციური სამართლის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე. 

 

Dr Donald Hospital გამარჯობა!
Როგორ ხარ?
ამჟამად ჩემს საავადმყოფოს სამი (3) თირკმელის დონორი ესაჭიროება სასწრაფოდ ტრანსპლანტაციისთვის, თირკმლის თითოეულ დონორს ანაზღაურდება $ 550,000.00 აშშ დოლარი. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ თქვენს სამგზავრო დოკუმენტებზე და ყველა ხარჯზე, რომელიც შეიძლება წარმოიშვას თქვენი გადამოწმების შემდეგ. ჯანმრთელმა და ქმედუნარიანმა ორგანიზმმა უნდა დაუკავშირდეს ამ ელ.ფოსტას: dr.donaldhospital@gmail.com (dr.donaldhospital@gmail.com)
მხოლოდ სერიოზული დონორები, 100% გარანტირებული.
3 წლის უკან