ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიზნესმენებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრა საქმიანი და მიზანმიმართული იყო. პრემიერის ინფორმაციით, უკვე დაიგეგმა ბიზნესმენებთან შემდეგი შეხვედრაც. ამავდროულად, ერთკვირიანი ვადა დაწესდა ბიზნესომბუდსმენის ფუნქციების დასაზუსტებლად.
"მთავარი იდეა ის არის, რომ ბიზნესს ჰქონდეს მთავრობამდე და პირადად ჩემამდე ინფორმაციის მოკლე დროში მოტანის საშუალება. ბიზნესომბუდსმენის უკან იდგება ჯგუფი, რომელიც შემოსულ კითხვებს დაახარისხებს და უახლოეს დროში მოვახერხებთ ძალიან ახლო თანამშრომლობას ბიზნესმენებთან. ვერავინ მოახერხებს კერძო ბიზნესში ჩარევას. არ მოხდება ბიზნესების ახალი გადანაწილება და მთავრობის ვერც ერთი ჩინოვნიკი კანონის გარეშე ბიზნესის საქმიანობაში ვერ ჩაერევა", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.