სოციალურ ქსელებში ვრცელდება 24 თებერვალს საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ბატონი ამირან გამყრელიძის გამოსვლისა და განაცხადების არასწორი ინტერპრეტაცია

სოციალურ ქსელებში ვრცელდება 24 თებერვალს საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ბატონი ამირან გამყრელიძის გამოსვლისა და განაცხადების არასწორი ინტერპრეტაცია

სოციალურ ქსელებში ვრცელდება 24 თებერვალს საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ბატონი ამირან გამყრელიძის გამოსვლისა და განაცხადების არასწორი ინტერპრეტაცია, რაც გარკვეულ დეზინფორმაციულ ხასიათს ატარებს და რომელიც ეხებოდა საქართველოში კომპანია ფაიზერის ვაქცინის შემოსვლას.

ბატონმა ამირანმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან და კოვაქსთან იანვარში საქართველოს მიერ წარმოებული მოლაპარაკებების საფუძველზე ჰქონდათ დადასტურებული თანხმობა, რომ თებერვლის მეორე ნახევარში ქვეყანა მიიღებდა ფაიზერის ვაქცინის პირველ დოზებს (29 150).

საქართველო არის მსოფლიოს იმ თვრამეტი და ევროპის ოთხი ქვეყნის რიცხვში, რომელმაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, კოვაქსის საშუალებით უნდა მიიღოს ფაიზერის ვაქცინის პირველი დოზები.

სამწუხაროდ, ვაქცინების წარმოებაში და მიწოდებაში არსებული გლობალური დეფიციტის გამო, ფაიზერის მიერ წარმოებული ვაქცინების მიწოდების თარიღმა საქართველოსთვის გადაიწია, ჯერ თებერვლის ბოლო კვირისთვის, ხოლო შემდგომ გადაიდო მარტისთვის.

საქართველო აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, როგორც კოვაქსის საშუალებით, ისე პირდაპირი მოლაპარაკებებით, ასტრა-ზენეკას მიერ ინდოეთში და სამხრეთ კორეაში წარმოებული ვაქცინების რამოდენიმე ასეული ათასი დოზის მისაღებად მარტის თვის განმავლობაში.