საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენებს ჩინოვნიკების მხრიდან მათ საქმიანობაში "ხელის ფათურისგან" დაცვას ჰპირდება, აცხადებს, რომ კანონის დაცვა ზემოდან - პრეზიდენტისგან უნდა დაიწყოს.
"ყველაფერი უნდა დაიწყოს ზემოდან - კანონის დაცვა პირველ რიგში პრეზიდენტმა უნდა მოახერხოს, შემდგომ მთავრობის წევრებმა და შემდეგ ეს უნდა მოვთხოვოთ სხვებსაც" - აცხადებს ივანიშვილი.
"რაც არ იყო საქართველოში და, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ - ვგულისხმობ სახელმწიფოს მიერ კანონის დაცვას და კერძო საკუთრებაში ჩაურევლობას" - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენებთან შეხვედრისას.
საქართველოს პრემიერ-მინიტრმა შეხვედრაზე ბიზნესომბუცმენიც წარადგინა - ამ თანამდებობაზე გიორგი გახარია დაინიშნა. გიორგი გახარიას აქვს გენერალური მენეჯერის პოზიციაზე მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება, როგორც მის მიერ შექმნილ ბიზნესში, ასევე საერთაშორისო კომპანიებში.