აფიორა თუ მოგებაზე გათვლილი საქმიანობა - ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს. აღმოჩენილია ფინანსური ორგანიზაცია, რომელიც მოქალაქეებს ანაბრებზე არაადეკვატურად მაღალ პროცენტს სთავაზობს. პირობა ასეთია: თანხის მიტანისა და მაღალი სარგებელის სანაცვლოდ დაინტერესებულმა პირმა შეპესე ,,ოქროს ირემში" დამატებით 5 მეანაბრე უნდა მიიყვანოს. სპეციალისტები ე.წ. ფინანსურ პირამიდაზე საუბრობენ.