საჩივარი, რომელსაც პოლიციის მაღალჩინოსნის თანამდებობა ემსხვერპლა.
სამართალდამცველს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ. ბაკურიანის პოლიციის უფროსის უკვე ყოფილ მოადგილეს 22 წლის გოგონას ოჯახი უჩივის. გიორგი მიქაბერიძის წინააღმდეგ საჩივარს პროკურატურა სწავლობს. საქმე ეხება 28 იანვარს ბაკურიანის ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარ შემთხვევას. გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული მიქაბერიძე ბრალდებას უარყოფს, თუმცა გამოძიებასთან თანამშრომლობს.