დავით მათიკაშვილი: საქართველო ევროპული გზა გადის კანონის და სამართლის პატივისცემაზე, სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებაზე...

დავით მათიკაშვილი: საქართველო ევროპული გზა გადის კანონის და სამართლის პატივისცემაზე, სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებაზე...

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში მელიას დაკავებას ეხმაურება.

საქართველო ევროპული გზა გადის კანონის და სამართლის პატივისცემაზე, სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებაზე და სახელმწიფო ინსტიტუტების დემოკრატიულ განვითარებაზე, რაც უსამართლობის და ქაოსის პროპაგანდით, დესტრუქციითა და ძალადობით არ მიიღწევა.

ნიკანორ მელიამ, საკუთარი ქმედებით სახელმწიფოს დაუტოვა ერთადერთი უალტერნატივო გზა: აღესრულებინა სასამართლო განჩინება და პროცესები დაებრუნებინა კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში.  შსს -მ გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი და წარმატებით აღასრულა განჩინება, აღსრულებისთვის კანონით გათვალისწინებული ყველა წესის დაცვით, რისთვისაც გულწრფელი მადლობა შსს -ს მინისტრს და თვითოეულ პოლიციელს!!!!