მთავრობის 100-დღიანი მუშაობის ანგარიში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" მოამზადეს. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ–მინისტრი მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ესწრებოდა. ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ გამოსვლაში სამოქალაქო საზოგადოების როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოება არის სარკე იმისა, თუ როგორ მუშაობს ქვეყანა. სხვა საკითხებთან ერთად, პრემიერ–მინისტრი საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობის თემასაც შეეხო.
"საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობას ყველა ვაღიარებთ, რადგან კონსტიტუცია ერთი კონკრეტული შემთხვევის, ჩემი მოქალაქეობის გამო მთლიანად ყირაზე დააყენეს და დღეს როგორც საფრანგეთის მოქალაქე, ისე ვხელმძღვანელობ მთავრობას. ევროპაში ძალიან ბერი რეფორმა ტარდება, თუმცა მსგავსი პრაქტიკა არსად არის. მაგალითად, რომ გერმანიის მთავრობას ფრანგი ხელმძღვანელი ჰყავდეს. ახლა უმცირესობა ცდილობს თავისი პოზიციები გაამყაროს, მე ამის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ისინი კონსტრუქციულიები უნდა იყვნენ. მიმაჩნია, რომ კონსტიტუციას დახვეწა სჭირდება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.