ყრილობას 1681 დელეგატი და ასობით მოწვეული სტუმარი დაესწრო. დელეგატებმა პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი ერთხმად აირჩიეს.
სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა პარტიის თითოეულ წევრს და აქტივისტს მხარდაჭერისთვის. "ახლა კიდევ ყველას ერთად ერთი გადამწყვეტი ბრძოლა გვაქვს მოსაგები - ბრძოლა საქართველოს კეთილდღეობისათვის",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.