საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის განცხადება

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის განცხადება

ჩვენს ერთობლივ საქმეს უკვე ლამის სამი წელია საინფორმაიცო თავდაცვის ლეგიონი ჰქვია. ამ ძალისხმევის მიზანი საქართველოს რუსეთთან ინფორმაციულ ომში საბოლოო გამარჯვებაა. სამი წლის განმავლობაში ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის იმიჯისა და რეპუტაციის შელახვა. ამ პროექტმა მოახერხა და ერთი იდეის ქვეშ გააერთიანა სხვადასხვა პოლიტიკური იდეოლოგიის მქონე ადამიანები. ეს არის იდეა, რომელიც არ აძლევს პრორუსულ/კრემლისტურ ძალებს ჩვენი გულისა და გონების ოკუპაციის საშუალებას. ჩვენ ვიცავთ ჩვენი და ჩვენი ქვეყნის სიმართლეს.

ბოლო სამი წლის განმავლობაში, „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონერები“ შოვინისტების, ქსენოფოების, პრორუსულად განწყობილი, კაპიტულანტი ადამიანების ბრალდებების სამიზნე არაერთხელ გავმხდარვართ. ჩვენთან ბრძოლის ფორმები და მასშტაბებიც განსხვავებული იყო და პერიოდულად იცვლებოდა. ბოლო დროს მოწინააღმდეგე ბრძოლის წმინდად კრემლისტურ ფორმებზე გადავიდა - როდესაც კონკრეტულ ორგანიზაციასა და იდეას ვერაფერს აკლებ იწყებ ინდივიდების, კონკრეტული ადამიანების დისკრედიტაციას (ე.წ. Character Assassination), რომლებიც ამ პროექტის თუ იდეის სულისჩამდგმელები ან/და აქტიური მხარდამჭერები არიან. საქმისთვის მოწინააღმდეგე ყოველგვარი მორალისა და ზნეობისგან დაცლილი ადამიანების სახელით მოქმედებს. ამასაც თავისი მიზეზი აქვს. ასეთი ადამიანები მოწინააღმდეგეს იმისთვის სჭირდება, რომ ნებისმიერი ამორალური ქცევა მათ უსიტყვოდ უნდა განაორციელონ. მაგალითად, „ფეისბუქიდან“ ფოტოების მოპარვა, მათ შორის, ოჯახის წევრების ფოტოების, თავიანთ „კედელზე“ გამოქვეყნება და ათასი სიბინძურის დაბრალება. ამჯერად დავალების შემსრულებელი ყოფილი სამხედრო, ვინმე დავით ნემსაძეა, რომელიც 2011-2012 წლებში თბილისის ერთ-ერთ საროსკიპოში ჯარისკაცებს ვიდეოებს ჩუმად უღებდა. ამ საქციელის უსუსური გამართლება შეგიძლიათ ამ ბმულზე ნახოთ - https://bit.ly/3a9BBDr . ნემსაძემ ფაქტის უარყოფა ვერ შეძლო და მისი ინტერპრეტაცია უშედეგოდ სცადა. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი პატივცემული ნემსაძე შეიარაღებული ძალებიდან რამდენჯერმე ჰყავთ გამოშვებული და ძირითადი მიზეზი ჯარისკაცისთვის შეუფერებელი და უღირსი საქციელი იყო. თუმცა, ამის შესახებ ნემსაძე რატომღაც არ საუბრობს. სხვათაშორის, ნემსაძის ძმა, ერმილე ნემსაძეც „საქართველოს ჯარისკაცობას“ იჩემებს, თუმცა ჩვენ ხელთ გვაქვს მისი ვიდეო ინტერვიუ, სადაც ის პუტინს საქართველოში ჯარების შემოყვანას თხოვს. ხოლო, აგვისტოს ომის ერთ-ერთ წლისთავზე ომის დაწყებაში სწორედ საქართველოს ადანაშაულებს, თანაც რუსულ ტელეარხთან ინტერვიუში (https://bit.ly/2ZbmH9C).

ამჯერად, თავს პროექტის ერთ-ერთ დამფუძნებელს, სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი-საქართველოს დამფუძნებელს, გიორგი მოლოდინს დაესხნენ და მას თბილისსა და კრემლს შორის ურთიერთობების გაუარესება დააბრალეს. ვისი დაკვეთით და ვისი დავალებით შეიძლება მოქმედებდნენ მსგავსი ადამიანები? რას უნდა ნიშნავდეს ვითომ „საქართველოს ჯარისკაცებად“ მონათლული ხალხის მხრიდან „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონისთვის“ რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭების დაბრალება? რას უნდა ნიშნავდეს პროექტის ავტორების მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობები და ვის შეიძლება არ მოსწონდეს ამ პროექტის არსებობა? ჩვენ ამ კითხვაზე პასუხები გვაქვს. ვიცით ამ ხალხის გაღიზიანების მიზეზიც, ვიცით შემსრულებლების მერკანტილური მისწრაფებების შესახებაც, მაგრამ რიგი მიზეზების გამო ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ იმ ადამიანების და იმ უწყების დასახელებისგან, რომელიც ნემსაძეებსა და მათ მსგავს ადამიანებს ჩვენს წინააღმდეგ „ამუშავებენ“. თუმცა, ვაცხადებთ, რომ საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის პროექტის შეჩერებას, ვერავინ შეძლებს. ბრძოლა კრემლის საინფორმაციო ომის წინააღმდეგ გაგრძელდება და თანაც, ნებისმიერ ფასად. თქვენი მხარდაჭერა კი ამ ბრძოლაში იყო და არის ფასდაუდებელი. მადლობას ვუხდით ყველა ჩვენს მოხალისეს, რომელიც ავრცელებს სიმართლეს და იცავს ქართულ სახელმწიფოს. მადლობას ვუხდით ჩვენი ოჯახის წევრებს, რომლებიც დღემდე იტანენ დაუმსახურებელ შეურაცხყოფას და ამ გზით კიდევ უფრო გვაძლიერებენ. #კრემლიუნდადაინგრეს

 

ზაზა ნუ გეშინიათ. მალე ეს რუსული ხროვა დატოვებს ხელისუფლებას. ერთად უნდა გამოვასვენოთ ეს ღორები კაბინეტებიდან.
3 წლის უკან