პოლიტპატიმრების ახალი მოთხოვნა. ყოფილი მსჯავრდებულები 8 თებერვალს ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენების ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ. ციხიდან გათავისუფლებულები დღეს მთავარ პროკურორს შეხვდნენ. პოლიტპატიმრები ნაციონალური მოძრაობის ლიდერთა მიერ დაგეგმილ პროვოკაციაზე საუბრობენ და ჩვენებების მისაცემად მზად არიან. საუბარია იმ ათეულობით პირზე, რომლებიც 8 თებერვალს მომხდარი ინციდენტების თანამონაწილეები იყვნენ.