ახალი დეტალები პატიმართა წამების გახმაურებულ საქმეში. გამოვლენილია ოთხი პირი, რომლებიც მსჯავრდებულების წამებაში მონაწილეობდნენ. ესენი არიან: ალექსანდრე ჯანჯღავა-გლდანის მერვე საპყრობილის უფროსის მოადგილე და ამავე დაწესებულების სამი ბადრაგი. ციხის თანამშრომლები ე.წ. კარანტინის დაშლის ამსახველი ცნობილი კადრების გაშიფვრის დროს ამოიცნეს. პროკურატურა სასამართლოს ორმაგ სტანდარტზე საუბრობს. მოსამართლემ ოთხივე ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და ეს მაშინ, როდესაც ამავე საქმეზე წინა ხელისუფლების დროს დაკავებულ გაგა მკურნალაძესა და დავით ხუჭუას პატიმრობა შეუფარდა. პირები, რომლებიც აგვისტოში ციხის სარდაფში პატიმრებს სცემდნენ და მოსამართლე, რომელმაც ერთ საქმეზე ორი სხვადასხვა განაჩენი გამოიტანა-ირაკლი მამალაძის რეპორტაჟში.