გრძელდება საქართველოს პრემიერ–მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქეთში. ბიძინა ივანიშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეზიდენციას სტუმრობდა. შეხვედრა გაიმართა თურქეთის პრეზიდენტ აბდულაჰ გულისთან. შეხვედრების ძირითადი თემა ორი მეზობელი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეეხებოდა. საუბარი წარიმართა მრავალმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტებზე. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა თბილ, მეგობრულ გარემოში წარიმართა.