ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ–მინისტრი თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისს ეწვია. შეხვედრა გაიმართა თურქეთის დიდი ეროვნულ მეჯლისის თავმჯდომარესთან. შეხვედრაზე, ბიძინა ივანიშვილმა და ჯემილ ჩიჩექმა ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის ურთიერთობისა და რეგიონული განვითარების საკითხებზე.