საქართველოს პრემიერ–მინისტრი თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ოფიციალურ პირებთან შეხვედრების დაწყებამდე, ბიძინა ივანიშვილმა ათათურქის მავზოლეუმი მოინახულა და ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში პრემიერ–მინისტრთან ერთად, ეკონომიკის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი, ფინანსთა სამინისტროსა და კუტურის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან.