ჩიტაიას N14ა-ში უფასო სასადილო გაიხსნა

ჩიტაიას N14ა-ში უფასო სასადილო გაიხსნა

ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას ქუჩა N14ა-ში ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი უფასო სასადილო გაიხსნა. სასადილო 500-მდე სოციალურად დაუცველ და უმწეო ოჯახს მოემსახურება. ახლადგახსნილი სასადილო ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერა.
„ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომ არც ერთი ოჯახი არ დარჩეს ცხელი სადილის გარეშე. თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივის თანახმად, ჩიტაიას ქუჩაზე რიგით მე-6 უფასო სასადილო გაიხსნა. ჯამში, ჩუღურეთის რაიონში არსებული უფასო სასადილოებით 4 000-მდე ბენეფიციარი სარგებლობს“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
 
     
amo ჩუღურეთი იდეების სამჭედლოა. გვიხარია რომ ხალხზე, მუნიციპალიტეტზე გამუდმებით ზრუნავენ. ჩვენ ამხ. ვასაძევ, საბურთალოს, კერძოდ კი დიდი დიღომის ავთანდილის ქუჩის შემყურე ხალხს გვეშველება რამე?
3 წლის უკან