თაღლითური სქემა და ათეულობით დაზარალებული. 40-მდე ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. მოქალაქეები საკუთრების დაკარგვაში ერთსა და იმავე კომპანიას ადანაშაულებენ. მათი მონაყოლიდან ირკვევა, რომ კონკრეტული ჯგუფი დაინტერესებულ პირებს დაბალპროცენტიანი სესხის სანაცვლოდ ბინების ბანკებში ჩადებას სთხოვდა. გარიგების მონაწილე ორი პირი, რომლებიც, სავარაუდოდ, შუამავლის ფუნქციას ასრულებდნენ, დაკავებულები არიან. არ არის გამორიცხული, რომ ამ ჯგუფთან კავშირში იყოს ცნობილი ადვოკატი გიორგი ყავლაშვილიც.