როგორ აღმოჩნდა 8 მილიონ დოლარად შეფასებული ქონება ყოფილ ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენების ხელში-გამოძიებას კიდევ ერთი დაზარალებული მეწარმე მიმართავს. შეპესე ,,დინექსის" მფლობელი დავით კეზერაშვილს ბიზნესის-რეკეტში ადანაშაულებს. გიორგი გურულის საჩივარში სხვა პირებიც ფიგურირებენ: ზესტაფონის საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელი-ილია კოკაია და იახტ-კლუბის მეპატრონე გიორგი კაპანაძე. დაზარალებული ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ თავდაცვის ექს-მინისტრის მუქარის შედეგად 2007 წელს ქონება სწორედ ამ პირებზე გადააფორმა.