შესაძლოა გიგი უგულავა გარე-განათებების კომპანიის საქმიანობის გამო დაკითხონ. მერიაში ფიქტიური დასაქმების კიდევ ერთი სქემის შესახებ ხდება ცნობილი. შეპესე ,,სინათლის ქალაქში" ყოფილი მაღალჩინოსნები და დეპუტატები არიან დასაქმებულები. კოტე გაბაშვილი, ლადო ვარძელაშვილი, ლაშა მაქაცარია, კობა ხაბაზი, დავით ბაქარაძის მეუღლე-ეს იმ ადამიანების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც არჩევნების შემდეგ დაასაქმეს. მათი ყოვეთვიური ხელფასი 2 500 ლარია, თუმცა უცნობია, რა სამუშაოებს ასრულებენ ყოფილი მაღალი თანამდბეობის პირები კომპანიაში, რომელიც ქალაქის გარე განათებებს კურირებს. საკრებულოს ოპოზიცია გამოძიების დაწყებას ითხოვს.