საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა ინგლისური ენის სწავლების ცენტრის, „აი ენ თი’’- ს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით 60 000 ლარის მოცულობის თანხა გამოყო. ფინანსური რესურსი უძრავი ქონებისა და საჭირო ინვენტარის შეძენას მოხმარდა. ცენტრი ბათუმში მდებარეობს და უკვე 11 წელია ფუნქციონირებს. ამჟამად ობიექტი 32-მდე თანამშრომელს ასაქმებს.
„აი ენ თი“ ყოველწლიურად 650-მდე მოსწავლეს იღებს, კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი სწავლის დონის დამადასტურებელ, ადგილობრივ სერტიფიკატებს გასცემს. სასწავლო ცენტრი სამომავლო გაფართოების მიზნით ახალი ფილიალების გახსნასაც გეგმავს.
„მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ „აი ენ თი“-ს და ამით ჩვენი წვლილი შევიტანოთ განათლების ხელმისაწვდომობის ზრდაში. ბათუმში მდებარე ინგლისური ენის სწავლების ცენტრი უკვე მრავალი წელია ამზადებს მსურველებს. ჩვენი ხელშეწყობით კი ცენტრმა ახალი ინვენტარი და უძრავი ქონება შეიძინა, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება კიდევ უფრო მეტი მოსწავლისათვის ხარისხიანი სერვისის მიწოდებაში. წარმატებას ვუსურვებთ „აი ენ თი“-ს სამომავლო საქმიანობაში, ჩვენ კი აქტიურად ვაგრძელებთ როგორც განათლების, ასევე ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობას“,- განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.