თავდაცვის სამინისტროში რეფორმები იწყება. ძალოვანი უწყების ახალმა ხელმძღვანელობამ განვითარების ახალი სტრატეგია მოამზადა. ძირითადი პრიორიტეტები დღეს ირაკლი ალასანიამ დიპლომატიურ კორპუსს, მედიასა და ექსპერტებს გააცნო. „მინისტრის ხედვაში"-ასე ჰქვია თავდაცვის სამინისტროს ახალ სახელმძღვანელოს, რომელიც მობილური და ეფექტიანი შეიარაღებული ძალების შექმნას ისახავს მიზნად. რეფორმის ფარგლებში სამხედრო ძალების მთლიან საკონტრაქტო სისტემაზე გადასვლაც იგეგმება