ინტერნეტით გაყიდული ქართული მიწები. სოციალურ ქსელ იუთუბზე გამოჩნდა ორი ინდური კომპანია, რომელიც საქართველოში მდებარე სახნავ-სათესი ნაკვეთების პოპულარიზაციით არის დაკავებული. ამ გზით ფირმა, რომელსაც მხოლოდ კონსულტანტის ფუნქცია აქვს, მიწებს უცხოეთის სხვადასხვა მოქალაქეზე ასხვისებს. მსგავსი რეკლამით კომპანიებმა უკვე გაყიდეს ტერიტორიები თბილისში, სიღნაღში, მარნეულში, გარდაბანსა და წნორში. ინტერნეტ-ვაჭრობის გამო დემოგრაფები მიგრაციის შესახებ კანონის დახვეწას ითხოვენ.