ნედ პრაისი: სტრასბურგის გადაწყვეტილება დამატებით წონიან არგუმენტს აძლევს საერთაშორისო საზოგადოებას, რათა რუსეთისაგან მოითხოვონ შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა

ნედ პრაისი: სტრასბურგის გადაწყვეტილება დამატებით წონიან არგუმენტს აძლევს საერთაშორისო საზოგადოებას, რათა რუსეთისაგან მოითხოვონ შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა

რუსეთი უნდა დაემორჩილოს საერთაშორისო ვალდებულებებს, - ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის საქმეზე დამატებით წონიან არგუმენტს აძლევს საერთაშორისო საზოგადოებას, რათა მათ რუსეთისგან მოითხოვონ შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. რუსეთი უნდა დაემორჩილოს საერთაშორისო ვალდებულებებს,"-წერს ნედ პრაისი.

The European Court of Human Rights' ruling on Russia’s 2008 invasion of Georgia adds further weight to the international community’s demand that Russia cease with violations of Georgia’s sovereignty and territorial integrity. Russia must adhere to its international obligations. https://t.co/xWJ6QPZjJu

— Ned Price (@statedeptspox) January 22, 2021
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.