ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი დადებითად აფასებს საპარლამენტო უმრავლების შეთავაზებას ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით. მმართველი საპარლამენტო კოალიცია პარლამენტში წარმოდგენილ ფრაქციებს 14-პუნქტიან შეთანხმებას სთავაზობს. დოკუმენტის პროექტი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თამჯდომარემ თედო ჯაფარიძემ საპარლამენტო ფრაქციებს გადაუგზავნა. პროექტის მიხედვით, უნდა დაიდოს ინტერფრაქციული შეთანხმება და დოკუმენტში ჩაიწეროს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. 14 პუნქტიანი გეგმა საგარეო საქმეთა მინისტრმაც შეაფასა.