დღეს საღამოს რვა საათზე პრეზიდენტის სასახლეში მიხეილ სააკაშვილის, დავით უსუფაშვილის და დავით ბაქრაძის შეხვედრა შედგება. პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე დაადასტურა, რომ ყველა დეტალი შეთანხმებულია. მხარეები საკონსტიტუციო ცვლილებებზე, მათ შორის პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვასთან დაკავშირებით ისაუბრებენ. შეხვედრაზე განიხილავენ ასევე ყველა იმ საკითხს, რაც პრეზიდენტს და მის გუნდს აინტერესებს. დავით უსუფაშვილი პროგრესს ელის იმ ცენტრალურ თემასთან დაკავშირებით, რომელიც კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს ეხება.